EUR
GEL
arkopharma

პოსტკოვიდურ პერიოდში სისუსტე ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. მისი მიზეზები შეიძლება იყოს თვითონ ვირუსის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაცია, დაავადების პერიოდში სითხის, ვიტამინების და მიკროელემენტების გაძლიერებული მოხმარება ან არასაკმარისი მიღება, სტრესული ფაქტორი და სხვა.

პოსტკოვიდური სისუსტე შესაძლებელია გაგრძელდეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, თვეებიც კი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ორგანიზმის რეაბილიტაცია ბალანსირებული კვებით, ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი რაოდენობით მიღებით, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით და დადებითი განწყობის შენარჩუნებით.

დაავადების გადატანის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში კარგ შედეგს იძლევა ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებული პრეპარატები, როგორიცაა ფრანგული კომპანია არკოფარმას არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის.

ეს არის ფუტკრის 5 პროდუქტის და ექინაცეას კომბინაცია, რომელიც მოწოდებულია როგორც დაავადების პროფილაქტიკის, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში რეაბილიტაციისთვის. არკოროიალის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ფუტკრის რძე, ე.წ. როიალ ჟელე, რომელიც ცნობილია, როგორც ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი და იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

არკოროიალი აგრეთვე შეიცავს მწვანე და ყავისფერ პროპოლისს, ყვავილის მტვერს და მანუკას თაფლს. ამ პროდუქტებს აქვთ ძლიერი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, აძლიერებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, ხელს უწყობენ გამოჯანმრთელების პროცესს. ასევე იმუნომოდულატორული თვისებებით გამოირჩევა ექინაცეა.

არკოროიალი გამოდის დასალევი ხსნარის სახით ამპულებში. მიიღება 12 წლის ასაკიდან, 1 ამპულა დღეში ერთხელ, გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში.

არკოროიალი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პრეპარატს, რომელსაც მიღებული აქვს ორგანული პროდუქტის ნიშანი. იგი არ შეიცავს პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს, ხელოვნურ არომატიზატორებს და დამატკბობლებს.

სტატიის ავტორი vidal.ge, 2022-12-09