EUR
GEL
arkopharma

ცის კონტროლი


21.44

გაზიარება:

ვეგანური ფიტოპრეპარატი

შემადგენლობა:

ყოველი 2 კაფსულა შეიცავს: შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon) – 267მგ, აქედან პროანტოციანიდინები - 36მგ; ჩვეულებრივი მანანას მოყვავილე ბოლოს ექსტრაქტი (Calluna vulgaris) – 250მგ; ვაშლის ბოჭკო (Malus domestica); წიწიბურას ნაყოფის ფხვნილი (Fagopyrum esculentum). ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები 
აფერხებს ინფექციის განვითარებას ზედა და ქვედა საშარდე გზებში, ამცირებს ცისტიტების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენებები:
•    საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი);
•    საშარდე გზების ინფექციის პირველივე სიმპტომები;
•    საშარდე გზების ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა;

გამოყენების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, არანაკლებ 1,5 ლიტრისა.
 

განსაკუთრებული მითითებები:

თუ იღებთ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ჯგუფის ანტიკოაგულანტს, ცის-კონტროლის გამოყენების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შტოშის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიდრეკილი პირებისთვის. 

ცის-კონტროლის კაფსულები მცენარეული შემადგენლობისაა, მიმდინარე რეგულაციების შესაბამისად არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს და საღებავებს.

გამოშვების ფორმა:

20 კაფსულა შეფუთვაში
 

ფასი
21.44
ნანახია
1066